თინა ბოკუჩავამ შალვა თადუმაძის დიპლომის სიყალბესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ჟურნალისტებს წარუდგინა

გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის დიპლომის სიყალბესთან დაკავშირებული კიდევ ერთი დამადასტურებელი დოკუმენტი დღეს ჟურნალისტებს დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ წარუდგინა.
ვაკე-საბურთალოს სასამართლოს გადაწყვეტილებით უნივერსიტეტს ნოდარ დუმბაძის სახელი 2003 წელს მიენიჭა და არა 1998 წელს როგორც ეს თადუმაძის დიპლომშია მითითებული.

“საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია შალვა თადუმაძის ავადსახსენებელი დიპლომის საკითხი იმ დაწესებულებიდან, რომელიც დარეგისტრირდა 1994 წელს თუმცა ის იქ ირიცხებოდა 1993 წლიდან როგორც სტუდენტი. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შალვა თადუმაძის დიპლომის სიყალბეს: ეს არის 2003 წლის 5 დეკემბრის ვაკე-საბურთალოს სასამართლოს დადგენილება სადაც მითითებულია რომ სწორედ 2003 წლის 5 დეკემბერს თბილისის ჰუმანტიტარულ ინსტიტუტს გადაერქვა სახელი და ის გახდა ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი. ახლა რა სახელია მითითებული შალვა თადუმაძის თითქოს 1998 წელს გაცემულ დიპლომში?! არა ის სახელი რომელიც ამ დაწესებულებას 1998 წელს ერქვა არამედ ის სახელი რომელიც მას 5 წლის შემდეგ უნდა მინიჭებოდა ანუ დიპლომის გამცემა იცოდა წინმსწრებად, 5 წლის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებით რა სახელი უნდა მინიჭებოდა ამ დაწესებულებას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ შალვა თაფუმაძის დიპლომი არის ყალბი, შესაბამისად მიგვაჩნია რომ მან დაუყოვნებლივ უნდა მოხსნას საკუთარი კანდიდატურა ასევე
დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს გენ პროკურორის თანამდებობიდან, სხვაგვარად მივმართავთ პარლამენტს, რომ დაიწყოს კონსტიტუციით გათვალისწინებული იმპიჩმენტის პროცედურები მიგვაჩნია რომ აღნიშნული გასაუბრება საერთოდ არ უნდა შედგეს მან დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნის შესახებ”-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში დღეს შალვა თადუმაძეს მოუსმენენ
შემდეგი სტატიამშენებლობაზე დაღუპული მუშა ხარაგაულში – “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს” სამუშაო პროცესი შეუჩერდა და დაჯარიმდა