მრევლის პროტესტი იმერეთში – მრევლი ეკლესიიდან საეჭვო რეპუტაციის სასულიერო პირების გაძევებას მოითხოვს

მრევლის პროტესტი იმერეთში – მრევლი ეკლესიიდან საეჭვო რეპუტაციის სასულიერო პირების გაძევებას მოითხოვს.

არსებული ინფორმაციით, მღვდლები ეკლესიაში არ შეუშვეს და საკვირაო წირვა ჩაიშალა. სოფელი უბისის მონასტრიდან 2 ბერის გაყვანას და ძველი მღვდლების დაბრუნებას ითხოვს.

აქციის მონაწილეთა თქმით, თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პროტესტი საპატრიარქოსთან გაგრძელდება.

„2014 წლიდან, როდესაც მეუფე მელქისედეკი მოევლინა ჩვენ ეპარქიას, უამრავი დარღვევების დაფიქსირების შედეგად მრევლმა არაერთი საპროტესტო აქცია მოვაწყვეთ. საკითხები ეხებოდა: უმძიმეს ლიტურგიულ დარღვევებს, ეპარქიის ქონების განიავების საკითხს, მაგრამ ეს ყველაფერი გადარჩდილა სოდომის ცოდვაში მხილებული კანდიდატების აღზევებამ. ეს არის მრევლის აღშფოთების მიზეზი. 3 კვირა მრევლი ითხოვს რეაგირებას მაგრამ შედეგი არის ნული. ვითხოვთ საპატრიარქოს კომისიის ჩამობრძანებას და მდგომარეობის შესწავლას“, – აცხადებს აქციის მონაწილე.

წყარო

banner
წინა სტატიაში“პროტესტი გაგრძელდება” -ენმ-ს ოფისთან მეექვსე დღეა შიმშილობენ
შემდეგი სტატიაკულუმბეგოვის პროგნოზით, საქართველოში იანვრის მეორე ნახევრიდან „ომიკრონის“ შტამი დომინანტური გახდება