“პროტესტი გაგრძელდება” -ენმ-ს ოფისთან მეექვსე დღეა შიმშილობენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან უკვე მეექვსე დღეა, 300-ზე მეტი ადამიანი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. მოშიმშილეებს მხარდამჭერები ყოველდღიურად ემატებიან.

მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება და ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულებაა.

“შიმშილობა, როგორც რადიკალური პროტესტის ფორმა მიმართულია ერთი მხრივ კიდევ ერთხელ ყურადღების გასამახვილებლად საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომ საქართველოში არ არსებობს კონსტიტუცია და ქვეყანა იმართება ერთი ოლიგარქის მიერ და გარდა ამისა, შიდა ზეწოლის განხორციელება ხელისუფლებაზე. მათ ესმის მხოლოდ მძლავრი პროტესტის ენა და ეს ენა არის დღეს აქ. ეს გაგრძელდება და უამრავი სხვა ფორმაც იქნება გამოყენებული”, – თქვა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის 1 661 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 841 პაციენტი
შემდეგი სტატიამრევლის პროტესტი იმერეთში – მრევლი ეკლესიიდან საეჭვო რეპუტაციის სასულიერო პირების გაძევებას მოითხოვს