“მრავალეროვანი საქართველო” დმანისის გამგებელს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს!

“მრავალეროვანი საქართველო” დმანისის გამგებელს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს!

მრავალეროვანი საქართველო აპროსტესტებს დმანისის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტსდღეს 2017 წლის 4 სექტემბერს, მრავალეროვანი საქართველოს გრძელვადიანი დამკვირვებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებლის მხრიდან ხდება ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენება და საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევა. კერძოდ მოქმედი გამგებელი იბარებს ააიპი _ების ხელმძღვანელებს და ითხოვს ააიპი_ების თანამშრომლებისგან (მათ შორის არიან ბაღების გაერთიანებების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურისთანამშრომლები) მივიდნენ შტაბში და მოაწერონ ხელი მხარდამჭერთა სიაში.ასევე მრავალეროვანი საქართველოს გრძელვადიანმა დამკვირვებელმა მოგვაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რწმუნებულებისგან აგვისტოს თვის დასაწყისიდან ითხოვენ იმ პირების მონაცემების შეგროვებას ვინც მათ უჭერს მხარს. სწორედ ასეთი დავალების შეუსრულებლობის გამო გათავისუფლებულია ორი სოფლის რწმუნებული. ჩვენს შეშფოტებას იწვევს ის ფაქტი, რომ მოწმეები თუდაზარალებული მხარეები თავს არიდებენ საჯაროდ პოზიციის დაფიქსირებისაგანმათზე და მათ ოჯახის წევრებზე ანგარიშსწორების განხორციელების საფრთხის გამო. შეგახსენებთ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა ასპინძის მუნიციპალიტეტში, რაც გარკვეულ ეჭვს ჰბადებს, რომ მსგავსი ქმედებები იძენს ტენდენციურ ხასიათს.ამ ფაქტთან დაკავშირებით, საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო მიმართავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას მისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება.ასევე მრავალეროვანი საქართველო მოუწოდებს ხელისუფლებას, განსაკუთრებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისაგან.საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო ახორციელებს წინასაარჩევნო და არჩევნების დღის მონიტორინგს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსა და თბილისში.სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED), და ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით

banner
წინა სტატიაშიკომისიამ ოთხ იურიდიულ პირს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია შეუჩერა
შემდეგი სტატიაბულგარეთის ქალაქ სლივენში საქართვლოს ჰიმნი კიდევ ერთი სპორტული გამარჯვების აღსანიშნავად აჟღერდა