ბულგარეთის ქალაქ სლივენში საქართვლოს ჰიმნი კიდევ ერთი სპორტული გამარჯვების აღსანიშნავად აჟღერდა

“სტაიკოვ რეისინგ ჯორჯიას” გუნდი, რომელიც საქართველოს დროშით ასპარეზობს, რალი სლივენის (Rally Sliven) 37-ე სეზონის მეორე დღის გამარჯვებულია. ამის შესახებ ,,თაიმერს” სამინისტროდან აცნობეს.

სლივენ რალლი არის ფიას ევროპის ჩემპიონატის ბაკლნეთის ზონის რბოლები. ზონის გამარჯვებული ხუთეული მიემგზავრება პორტუგალიაში ფინალურ შეჯიბრზე, რომელიც 17-18 ნოემბერს არის დაგეგმილი. „სტაიკოს რეისინგ ჯორჯია“ ს მრბოლელი დავით კვარაცხელიაა, ცნობილი ქართველი სპორტსმენი, რომელიც დიდი ხანია ბულგარეთში მოღვაწეობს. წარმოშობით სოხუმელი კვარაცხელია ყველა თავის გამარჯვებას სოხუმს და საქართველოს უძღვნის, მის მანქანას ყველა შეჯიბრზე „სოხუმი საქართველოა“ წარწერა ამშვენებს.

banner
წინა სტატიაში“მრავალეროვანი საქართველო” დმანისის გამგებელს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს!
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძემ საქართველოში ლატვიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა