მრავალეროვან სამხედრო სწავლებას Agile Spirit-ს შესაძლოა საზღვაო კომპონენტი დაემატოს

მრავალეროვან სამხედრო სწავლებას Agile Spirit-ს შესაძლოა საზღვაო კომპონენტი დაემატოს, – ამის შესახებ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.
”სამხედრო სწავლებები სამხედრო მზადყოფნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. პირველ რიგში, მინდა ”ღირსეული პარტნიორი” და ”მტკივრ სული” (Agile Spirit) გამოვყო. რაოდენობა როგორც სამხედრო მოსამსახურეების, ისე შეიარაღების, იყო აშკარად გაზრდილი წინა წლებთან შედარებით და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. ”მტკიცე სულის” სწავლებების ფარგლებში ჩვენ გვსურს საზღვაო კომპონენტის შემოღებაც. ეს იყო ერთ-ერთი განხილვის თემა ბატონ მატისთან შეხვედრის დროს. ჩვენი ტენდენციები სამხედრო სწავლებების კუთხით მზარდია, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ მთავარი მიზნის მისაღწევად, რასაც ჩვენი შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნის გაძლიერება ჰქვია”, – განაცხადა იზორიამ.

banner
წინა სტატიაში“ნატო ითხოვს, რომ შეიარაღებისთვის ბიუჯეტიდან 20% იყოს გათვალისწინებული, რასაც ვაჭარბებთ”- იზორია
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში გაძევების პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით- იან კელი