მოზარდების მკვლელობის საქმეზე საბოლოო განაჩენი მოსამართლემ 1 ივნისამდე უნდა გამოიტანოს

ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ საბოლოო განაჩენი პირველ ივნისამდე უნდა დაადგინოს. ტელეკომპანია იმედის ინფრომაციით ერთ-ერთი ბრალდებული მოზარდის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ სასამართლო პროცესები ფინალურ ეტაპზეა. მისივე თქმით, გამოძიება არასწორად,ცალმხრივად წარიმართა და ორი ბრალდებულის ნაცვლად მინიმუმ ოთხი ბრალდებული უნდა იყოს.
“ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ დაჭრის ფაქტს. ვინაიდან ამ ინფორმაციას უნდა დაეფუძნოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენი. მე კატეგორიულად შემიძლია ვთქვა, რომ თვითმხილველი პირების ჩვენებებით არ დგინდება ის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა დანაშაული, რომელსაც ბრალდების მხარე ედავება. გამოძიება არის ცალმხრივად და არასწორად ნაწარმოები და მიმართულია იმისკენ, რომ კონკრეტული პირები არ იქნენ მიცემული პასუხისგებაში. სწორედ ამიტომ ჩვენ გვყავს მხოლოდ ორი ბრალდებული და გაცილებით მეტი პირი”,- განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე კი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს.
დაკავებულ არასრულწლოვნებს კი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ვანო მერაბიშვილის უფლებები პატიმრობის დროს შეილახა
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე : სიმბოლიკასთან ბრძოლას თავი დავანებოთ, ვებრძოლოთ ცუდს