მოზარდების მკვლელობის საქმეზე, გახარია და თადუმაძე შესაძლოა პარლამენტში მივიდნენ

პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე, შს მინისტრი და მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე პარლამენტში მივიდნენ.

სამი თვის განმავლობაში სერიოზული მუშაობა გასწია საგამოძიებო კომისიამ, მე ეს შეფასება პლენარულ სხდომაზეც გავაკეთე, როდესაც დასრულდა ანგარიშის წარდგენა საგამოძიებო კომისიის მხრიდან. არის მნიშვნელოვანი ნიუანსები, რომლებიც გამოვლინდა საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად, მათ შორის, შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ამის საფუძველზე, ხარვეზებზე საუბარიც. რაც შეეხება ამ დასკვნებს, რაც თქვენ თქვით, იქ გვაქვს განსხვავებული პოზიციები, თუმცა, გეთანხმებით, რომ ამაზე არის დამატებით საუბარი საჭირო და ამას არ მოერიდება, დარწმუნებული ვარ, არც შინაგან საქმეთა მინისტრი და არც მთავარი პროკურორი. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ რა თქმა უნდა, უნდა მოვიდნენ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე, მთავარი პროკურორი. თუ არის კითხვები, ამ კითხვებს გაეცემა მათი მხრიდან პასუხი და ამის საფუძველზე დავადგენთ ერთად, სად არის ჭეშმარიტება და სად არ არის ჭეშმარიტება, ანუ, გამოდის, რომ საერთო პოზიცია გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშირიჩარდ ჰამონდი და ჯერემი კლარკსონი ჯერ კიდევ თბილისში არიან
შემდეგი სტატიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შსს-ს დაქვემდებარებაში გადადის