მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ პაპუაშვილს, მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები, რომ მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შემოვიდნენ პარლამენტში – ოპოზიცია

საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, მედიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში შეუშვას. პაპუაშვილის ბრძანებით დღეს საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ ონლაინ მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის აკრედიტირებულ ჟურნალისტებს. დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რუსული კანონის განხილვას აქციის ფონზე დაიწყებს.

“საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც გამოსცა ბრძანება, რომ პარლამენტის შენობაში ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს, მაშინ როდესაც ქართული ოცნების უმრავლესობა აპირებს კომიტეტზე გამოიტანოს რუსული კანონი, არ უშვებენ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით ეს ეხება ონლაინ მედიის წარმომადგენლებს, მედიის გარდა არ უშვებენ სხვადასხვა ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. ყველა ერთად მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ პაპუაშვილს, მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები, რომ მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შემოვიდნენ პარლამენტში”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.

დეპუტატი არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ “ეს რუსული კანონი სხვა არაფერია, თუ არა თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა, დამოუკიდებელი მედიასაშუალებების აკრძალვა და როგორც ჩანს, სწორედ ამ სცენარით ვითარდება ახლა პროცესი. ამიტომაც მოვითოვთ, ოცნებისგან, და პარლამენტის თავმჯდომარისგან, გახსნას პარლამენტის კარი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის”.

banner
წინა სტატიაშიისრაელმა ირანული დრონებისა და რაკეტების 99% გაანადგურა
შემდეგი სტატიამტერს დაარქვით მტერი და მოყვარეს – მოყვარე! არავინ გაპატიებთ ქვეყნისთვის მომავლის წართმევას – “პარტია გახარია საქართველოსთვის”