,,მოვედი, დავალაგე, წავედი ! “- რა სტატუსით ხვდება ივანიშვილი მედიას?!

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ჟურნალისტის კითხვას – რა სტატუსით ხვდება პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილი მედიას, ყოფილმა პრემიერმა უპასუხა, რომ ის ახლა მოქალაქეა და პოლიტიკაში მოსვლაზე არ იფიქრებდა, რომ არა ის მდგომარეობა ,რაც 2012 წლამდე ქვეყანაში იყო:

“პოლიტიკა არ იყო ჩემი მოწოდება და სურვილი, მაგრამ, რომ ვნახე, რომ ქვეყანას გაუჭირდა, გავიხსენებ პატრიარქის სიტყვებს – უფსკრულისკენ მივექანებოდით, მოვედი, თავშივე განვაცხადე, რომ ამ სიტუაციას დავალაგებ და წავალ… თანამდებობისთვის არ მოვსულვარ. მოვედი, დავალაგე და წავედი. ზუსტად გავთვალე დრო. ასევე ვამბობ, ბიზნესი არ მაქვს საქართველოში. დღეს რა სტატუსით ვხვდები მედიას? მოქალაქე გახლავართ მე დღეს. ვისაც ხელეწიფება და სურვილი აქვს, ვინ დაუშლის ხელს? კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ვარ მოქალაქის როლში და გათავისუფლებული ვარ ყველა პირადი ინტერესებისგან. ჩემი პირადი ინტერესი ემთხვევა ყველა მოქალაქის ინტერესებს. საჯარო ცხოვრება არ არის ჩემი მოწოდება. ეს არის ჩემი ვალდებულება და არა მოწოდება. როდესაც ჩრდილში ვიჯექი და ისე ვაკეთებდი, კინღამ თავზე დაგვანგრიეს ქვეყანა. თუ სწორი მთავრობა არ ავირჩიეთ, არავითარ ქველმოქმედებას და ბიზნესს არ ექნება აზრი”, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი: მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის ბალანსის თავშეყრის ადგილი
შემდეგი სტატიასევდია უგრეხელიძე: ეს ქართული ოცნების მხრიდან დაგეგმილი პროვოკაციაა