მოსულის ოპერაციაში ლეგენდარული ,,Airborne,, ჩაერთო (ფოტოები)

14793765_660757664084424_836357756_nთურქული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, მოსულის განთავისუფლების ოპერაციაში აშშ-ს არმიის ლეგენდარული სპეცრაზმი ,,Airborne,, ჩაერთო…
,,Airborne,, აშშ-ს არმიის ელიტარული ნაწილია, რომლის ისტორია 1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ერთ-ერთი ოპერაციით იწყება და დღემდე ამ სპეცრაზმის მიერ შესრულებული ოპერაციები გარდამტეხი როლის მაჩვენებელია საომარ მოქმედებებში. მეორე მსოფლიო ომი, ვიეტნამის ომი, კორეის ომი, 1991 წლის სპარსეთის ყურეში მიმდინარე კონფლიქტი, 2000 წელს კოსოვოს კონფლიქტი, 2001-2014 წლებში ავღანეთის კონფლიქტი და სხვა ისტორიული საბრძოლო პერიპეტიები ამ სამხედრო დაჯგუფების საომარ აქტივშია ჩაწერილი და ისინი თავიანთ დავალებას ყოველთვის მაღალ დონეზე და მინიმალური დანაკარგებით ასრულებენ… ამიტომაც ეს სპეცრაზმი მრავალი ამერიკული ფილმის სიუჟეტში გვხდება, როგორც ეროვნული სიამაყის სამხედრო სიმბოლო.
ამ ელიტარულ დაჯგუფებას, რომელსაც მეორე სახელად ,,101-ე ეირბორნის დივიზიასაც,, ეძახიან, 4000-მდე მარალ დონეზე გაწვრთნილი მეომარი ჰყავს, რომელთაც მტრის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პარაშუტებით დაშვება და დაშვებისთანავე ოპერაციის მინიმალურ ვადებში, მინიმალური დანაკარგებით მაქსიმალურად ეფექტურად შესრულება შეუძლიათ. მათ განკარგულებაში პირადი შეიარაღების გარდა თვითმფრინავები და 280-მდე ვერტმფრენია, რომლითაც სპეცრაზმი დანიშნულების ადგილამდე და უკან – გადაადგილდება.
თურქული მედია არანაირ ცნობას არ ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, მოსულის ოპერაციაში რა კონკრეტული დავალება აქვს ამერიკულ ,,Airborne,,-ს.

 

14741715_660757944084396_800394587_n 14800671_660757794084411_1345371386_n 14794169_660757927417731_817638564_n

banner
წინა სტატიაშიმოგერინი რუსეთს ევროკავშირისგან ახალ მიდგომებს დაპირდა
შემდეგი სტატია(video) რუსულ გვარდიაში ერთმანეთს ხოცავენ