მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა

30 ივლისის ღამეს მოსკოვს რამდენიმე უკრაინული დრონი დაესხა თავს. შედეგად, აფეთქება მოხდა „IQ-კვარტალის“ შენობაში განთავსებულ ბიზნეს ცენტრში „მოსკოვი-სითი“. ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაშავებულის შესახებ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავი ჩამოაგდეს ოდინცოვოს რაიონში, ქალაქის ცენტრის დასავლეთით, ხოლო კიდევ ორი განეიტრალდა, მაგრამ ოფისებს დაეჯახა.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ქალაქში „მოსკოვი-სითის“ ორი ცათამბჯენის ფასადები მსუბუქად დაზიანდა.

„მეხუთე და მეექვსე სართულებზე დაზიანდა შემინული ფასადი. ასევე, პირველ და მეოთხე სართულებზე ჩაიმსხვრა „ოკო 2-ის“ შენობის მინები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შედეგად, კომპლექსიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

ამასთან, მოსკოვის რეგიონის საჰაერო ზონაში ფრენები აიკრძალა და დახურული იყო ვნუკოვოს აეროპორტი. რუსული მედიის ცნობით, ჯამში 20-ზე მეტი რეისი გადაიდო.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში საოფისე კორპუსს უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: განსაკუთრებულად მესიამოვნა, როცა პრეზიდენტ სისთან შეხვედრისას მან თავის გამოსვლაში გულითადად მოიხსენია ჩვენი დიდი პოეტი შოთა რუსთაველი