მოსკოვში საოფისე კორპუსს უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

მოსკოვში საოფისე კორპუსს უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, 30 ივლისს დილით მოსკოვის თავზე ჯამში 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

რუსეთის პროპაგანდისტული მედია TASS საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთი დრონი ქალაქის გარეუბანში ჩამოაგდეს, დანარჩენი ორი კი მოსკოვში საოფისე შენობას მოხვდა, რის შედეგადაც დაცვის თანამშრომელი დაშავდა. თავდაცვის სამინისტრომ, მომხდარს “ტერორისტული თავდასხმის მცდელობა” უწოდა.

„მეხუთე და მეექვსე სართულებზე დაზიანდა შემინული ფასადი. ასევე, პირველ და მეოთხე სართულებზე ჩაიმსხვრა „ოკო 2-ის“ შენობის მინები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ინციდენტს გამოეხმაურა მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი, მან მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 245 700 სამხედრო დაკარგა
შემდეგი სტატიამოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა