მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში უამინდობა და შტორმია

მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში უამინდობას და შტორმია. დიმიტროვის რაიონში მეხის დაცემისგან 33 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ორი ადამიანი კი სატვირთო მანქანიდან გადმოვარდნილმა ბეტონის ფილამ იმსხვერპლა.

შტორმის შედეგად მოსკოვში დატბორილია ცენტრალური ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები,მოედნები, დატბორილია აეროპორტების ასაფრენი ბილიკები, რის გამოც 50-მდე საერთაშორისო რეისი გადაიდო. ქალაქის ქუჩებში საცობებია. დღის 2 საათისთვის მოსკოვის ცაზე 100-ზე მეტი მეხი გავარდა. ქარის სიმძლავრემ 24 მეტრი წამში შეადგინა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ანგარიშის თანახმად, მოსკოვის მახლობლად ორ თვითმფრინავს მეხი დაეცა. როგორც რუსული მედია იტყობინება, მეხმა ორი ლაინერი დააზიანა – ერთი Boeing-ი , რომელიც ასტრახანიდან ვნუკოვოს აეროპორტისკენ მიფრინავდა და მეორე Airbus-ის ლაინერი, რომელიც პრაღიდან შერემეტევოს აეროპორტისკენ მიემართებოდა. გავრცელებული ცნობით, შემთხვევის შედეგად თვითმფრინავების ბორტზე მყოფი ეკიპაჟი და მზგავრები არ დაშავებულან. ორივე თვითმფრინავი მსუბუქად დაზიანდა, თუმცა აეროპორტებში წარმატებით დაეშვა. ბოლო 60 წლის მანძილზე ეს ყველაზე დიდი უამინდობაა რუსეთის დედაქალაქში და სინოპტიკოსების ვარაუდით ის 1 ივლისამდე გაგრძელდება.

https://youtu.be/mu030YgLbPI

 

banner
წინა სტატიაშიმესაზღვრეს არ ჰქონდა არანაირი საფუძველი რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ მამონტოვი საქართველოში არ შემოეშვა
შემდეგი სტატიაგოგა ხაინდრავა: მარგველაშვილი ერთ-ერთი სამრცხვინო ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში