მესაზღვრეს არ ჰქონდა არანაირი საფუძველი რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ მამონტოვი საქართველოში არ შემოეშვა

შსს-ში განმარტავენ, რომ მესაზღვრეს არ ჰქონდა არანაირი საფუძველი რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ მამონტოვი საქართველოში არ შემოეშვა. უწყების ინფორმაციით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის თანახმად,აღნიშნულ დანაშაულს აქვს ხანდაზმულობის 6 წლიანი ვადა. შესაბამისად, ამ პირის მიმართ გამოძიება ვერ დაიწყებოდა. მათივე განმარტებით, უწყებისთვის არ არის ცნობილი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მამონტოვის 2009 წლის შემდეგ შესვლის თაობაზე.

”ოკუპაციის შესახებ კანონის თანახმად, აღნიშნულ დანაშაულს აქვს ხანდაზმულობის 6 წლიანი ვადა. შესაბამისად, ამ პირის მიმართ გამოძიება ვერ დაიწყებოდა. ჩვენთვის არ არის ცნობილი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მამონტოვის 2009 წლის შემდეგ შესვლის თაობაზე.
რაც შეეხება ოკუპაციის შესახებ კანონს, აღნიშნული კანონი არ ითვალისწინებს პირის საზღვრიდან გაბრუნებას. ამ კანონის შესაბამისად, თუ პირს დარღვეული აქვს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი, დაუყონებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და პირი მიეცეს პასუხისგებაში. სასჯელის სახეს მოსამართლე თავად განსაზღვრავს (ჯარიმა ან პატიმრობა).
როგორც გადავამოწმეთ, ვლადიმერ მამონტოვი 2009 წელს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის დარღვევის გამო საზღვრიდან არ გაუბრუნებიათ. ამ კანონის შესაბამისად, მის მიმართ უნდა დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა, რაც მაშინ არ მომხდარა. ამას გარდა, მამონტოვს პასპორტში არ ჰქონდა შესაბამისი შტამპი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იყო ნამყოფი. შესაბამისად მესაზღვრეს არ ჰქონდა არანაირი საფუძველი, რომ აღნიშნული პირი საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოეშვა”, – აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვი უძლიერეს ქარიშხალს ელოდება
შემდეგი სტატიამოსკოვსა და მოსკოვის ოლქში უამინდობა და შტორმია