მაშინ, როცა კრემლი მილიარდობით დოლარს ხარჯავს უკრაინის წინააღმდეგ ომში, რუსეთი იყინება. მოსკოვში -25 გრადუსი ფიქსირდება.
მოსკოვის რეგიონში რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა და მათმა ახლობლებმა დაიწყეს სითბოს მიწოდების ნაკლებობაზე საპროტესო აქციები. ამის შესახებ იტყობინება გავლენიანი რუსული ტელეგრამის არხი VChK-OGPU, რომელიც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია რუსეთის სპეცსამსახურებთან.