მოსკოვის მადა კვლავ იზრდება, ცხადია, მოძალადეთა არმიის შემდეგი სამიზნე მოლდოვა იქნება – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, მარიუპოლში ვითარება კვლავ ძალიან რთულია, რადგან რუსეთი არცერთ ვალდებულებას არ ასრულებს.

პოდოლიაკმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის და დავით არახამია მზად არიან, ქალაქში ჩავიდნენ და მოქალაქეების გამოყვანა უზრუნველყონ.

“მარიუპოლი უკრაინის სიმბოლოა. მტერი უკრაინაში სხვა სურათს ელოდებოდა, თუმცა რეალობა გამოჩნდა. ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას რომ ევაკუაცია მოხდეს. მოლაპარაკებების მაგიდაზე ამ საკითხს დეტალურად განვიხილავთ და რამდენიმე ვარიანტზე ვსაუბრობთ. პრეზიდენტი პირადად კურირებს ამ საკითხს. ვითარება ძალიან რთულია, რადგან რუსეთი არცერთ ფორმატს და ვალდებულებას არ იცავს. თუ რუსეთი ადამიანების გამოყვანის საშუალებას მოგვცემს, მსოფლიო დაინახავს რომ ის ბოლომდე ჩაძირული სახელმწიფო არ არის, თუმცა ვფიქრობ რომ ეს რთული იქნება. ყველანი ვხედავთ როგორ მუშაობენ ისინი და რა სახის პროპაგანდას ავრცელებენ. ჩვენ ცივილიზებული ქვეყანა ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ რომ ადამიანები გამოვიყვანოთ. მე და დავით არახამია მზად ვართ, მარიოუპოლში ჩავიდეთ და ხალხის გამოყვანა უზრუნველვყოთ”, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, მოსკოვის მოძალადეთა არმიის შემდეგი სამიზნე მოლდოვა იქნება.

“მოსკოვის მადა კვლავ იზრდება. ახლა მისი მიზანი არის უკრაინის სამხრეთით დნესტრისპირეთში შესვლა, სადაც ისინი ამბობენ, რომ რუსებზე ზეწოლას ახდენენ. ცხადია, მძარცველთა და მოძალადეთა არმიის შემდეგი სამიზნე მოლდოვა იქნება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ უკრაინა დღეს ევროპის უსაფრთხოებისთვის იბრძვის”, – თქვა მიხაილო პოდოლიაკმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით რვა მსჯავრდებული შეიწყალა
შემდეგი სტატიარუსულმა ძალებმა „აზოვსტალის“ ქარხანაზე შეტევა განაახლეს