მოსკოვის გამზირზე ცეცხლი კერამიკის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბურავებსა და პენოპლასტს გაუჩნდა

თბილისში, მოსკოვის გამზირზე ხანძრის შედეგად კერამიკის ქარხნის ტერიტორიაზე 130 კვ მეტრი ტერიტორია დაიწვა. ცეცხლი საბურავებსა და პენოპლასტს გაუჩნდა.

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. სალიკვიდაციო სამუშაოებს 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა აწარმოებდა.

banner
წინა სტატიაშირუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებული 9 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმეზე იმსჯელებს