მოსკოვი ISIS-ის ,,საახალწლო,, ტერაქტებს გადაურჩა…?

15 დეკემბერს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, რუსეთის ,,ფე-ეს-ბე,,-ს სპეცრაზმის წევრებმა ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს,, (ISIS) 4 თვითმკვლელი ტერორისტი დააკავეს…
რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ,,ისლამური სახელმწიფოს,, წევრები, ტაჯიკეთისა და მოლდოვის მოქალაქეები არიან და ისინი ისტრუქციას თურქეთში მყოფი მეთაურისაგან იღებდნენ.
წყარო, რომელიც რუსული სპეცსამსახურებიდანაა, აცხადებს, რომ ტერორისტები მზად იყვნენ თვითმკვლელობისათვის და ამზადებდნენ სისხლიან ,,საახალწლო,, ტერაქტებს… მათ მოსკოვში საახალწლოდ, ხალხმრავალ ადგილებში უნდა მოეწყოთ აფეთქებები.
რუსული მედიის ცნობით, რუსეთში ნოემბერის თვეშიც ,,ისლამური სახელმწიფოს,, 10-მდე ბოევიკი დააკავეს, რომლებიც აგრეთვე ტერაქტებს გეგმავდნენ… ,,აშკარაა, რომ ,,ისლამური სახელმწიფო,, გეგმავს ჩაუმწაროს რუსეთს საახალწლო ზეიმები,, აცხადებენ რუსულ მედიაში.

banner
წინა სტატიაშითბილისის ბიუჯეტის პროექტი დამტკიცებულია
შემდეგი სტატიანათია ფანჯიკიძე: „ვაშა და დიდება იმ საქართველოს, რომელიც გაბრაზდა!“