ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია გამართეს

საქართველოს ტექნიკური უნივერისიტეტის სტუდენტები მოშიმშილე ლექტორებს შეურთდნენ და მეექვსე კორპუსის წინ აქცია გამართეს. გარდა რექტორის გადადგომის მოთხოვნისა, ისინი უნივერსიტეტში არსებულ სხვა პრობელემბზეც საუბრობენ. აქციაზე თსუ-ს „აუდიტორია 115“- ის წევრებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს.

მოშიმშილე პროფესორების განცხადებით, ორი ლექტორის მდგომარეობა მძიმეა. ერთ-ერთან დღეს სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გამოძახებაც კი გახდა საჭირო.

პროფესორები რექტორის გადადგომას და განათლების სისტემის რეფორმას მოითხოვენ და მეშვიდე დღეა შიმშილობენ.

banner
წინა სტატიაში“მოსაზრებაზე, თითქოს ევროკავშირი საქართველოსთვის ახალ შეთავაზებაზე მსჯელობს, არაფერი მსმენია”
შემდეგი სტატიაყირიმში რუსული ავიაციის სწავლებები გაიმართა