მოსამართლეთა უვადო დანიშვნა – იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები ხარვეზებზე საუბრობენ

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრებენ.

არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს კითხვები გიორგი არევაძის კანდიდატურასთან დაკავშირებითაც აქვს. არევაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლეა.

საბჭოს არამოსამართლე წევრები თვლიან, რომ კონკრეტულ მოსამართლეებს უფლებამოსილების ვადა მიზანმიმართულად ეზრდებათ, რათა შემდგომ ისინი უვადოდ იქნან არჩეული. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები სხვა კანდიდატებთან მიმართებით არსებულ კანონდარღვევებზეც მიუთითებენ.

„კონკურსში მონაწილეობს ჯამში ცამეტი უკვე უვადოდ დანიშნული მოსამართლე. ვაკანსიები რჩება ვაკანსიებად. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უფლებამოსილების ვადა გაუგრძელა, საქმეების დასრულებამდე მოსამართლე არევაძეს. ბუნებრივია აქ მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ ეს ხომ არ არის შეპირება მოსამართლე არევაძისთვის, რომ იგი შეიძლება გახდეს უვადო მოსამართლე,“-ამბობს ჯანეზაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაბანკო დავალიანებები და “შავი სია” – პრემიერი მთავრობის ინიციატივას წარადგენს
შემდეგი სტატიაგაკოტრებულია მოსახლეობის უმრავლესობა, დალომბარდებულია მთელი ქვეყანა – გიორგი ვაშაძე