მოსამართლე ურთმელიძის მიერ გამოქვეყნებულ განჩინებას აშშ-ში უკვე მოჰყვა გამოხმაურება

მოსამართლე ურთმელიძის მიერ გამოქვეყნებულ განჩინებას აშშ-ში უკვე მოჰყვა გამოხმაურება

მოსამართლე ურთმელიძის მიერ გამოქვეყნებულ განჩინებას აშშ-ში უკვე მოჰყვა გამოხმაურებამოსამართლე ურთმელიძის მიერ გამოქვეყნებულ განჩინებას აშშ-ში უკვე მოჰყვა გამოხმაურება. კურიერის ჟურნალისტი ვაშინგტონში პოლიტოლოგ პოლ კრიგოს ესაუბრა.

“საკონსტიტუციო სასამართლომ ახლახანს მიიღო გადაწყვეტილება, რომ არაფერი არ უნდა მოხდეს, ვიდრე ყველა სააპელაციო პროცესი არ დასრულდება. მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ურთმელიძე აცხადებს, რომ ნიშნავენ რუსთავი2-ის დროებით მმართველებს და ეს არის ტელევიზიის ხელში ჩაგდება. ჩანს, რომ ეს არის არა უბრალოდ ინდივიდუალური პირების მიერ ხელში ჩაგდება, არამედ მათ ამის გასაკეთებლად სანქცია მთავრობამ მისცა. მთავრობის უკან კი ბიძინა ივანიშვილი დგას.

“არაორდინალურია ამგვარი ოპერაციის ნახვა. ეს ყველაფერი კარგად დაგეგმილია და ვნახავთ, მომდევნო დღეებში რა მოხდება. როგორც ვიცი, ახლა თბილისში ღამეა და ადამიანები იკრიბებიან ტელევიზიის შენობასთან. ვნახოთ, როგორი იქნება ხალხის ნება. უახლოეს თვეებში არჩევნების გარეშე მათ არაფერი რჩებათ ქუჩაში გასვლის გარდა. ამ ორი ახალი მმართველის დანიშვნით კანონის უზენაესობა დაამსხვრიეს. ასეთი სისწრაფით სვლა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ არ უნდა იქნას დაშვებული,” – განაცხადა კონგრესის ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა, პოლ კრიგომ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტს ,,რუსთავი-2-თან,, დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმართავენ…
შემდეგი სტატია,,აბა, კიდევ ვინ ფიქრობთ, რომ თავის და ერთმანეთის დასაცავად ბარიკადები არ გვინდა?!,,