“მოსამართლე ნათია გუჯაბიძესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა”

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, მოსამართლე ნათია გუჯაბიძის შესაძლო სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, პროკურატურის დისკრედიტაციის მცდელობაა.

შოთაძის თქმით, საქართველოს პროკურატურაში არასდროს არანაირი ინფორმაცია, განცხადება, საჩივარი მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიმართ არ შესულა.

“შესაბამისად, არანაირი გამოძიება, მითუმეტეს არანაირი სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს. ეს არის ცალსახად ტყუილი. აშკარაა, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების მიზანი, ვითომ ჩვენ დევნას ვახორციელებთ ნათია გუჯაბიძის მიმართ, არის პროკურატურის დისკრედიტაციის მცდელობა”,- განაცხადა შოთაძემ.

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანიის საქმის ერთ-ერთი მოსამართლე, ნათია გუჯაბიძე თაღლითობის ფაქტზეა შემჩნეული. ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ თაღლითობის ფაქტიდან გამომდინარე, მოსამართლე გუჯაბიძე მოწყვლადია პროკურატურის მიმართ, აქედან გამომდინარე, მისივე განცხადებით, ტელეკომპანიისთვის სასურველი არ არის მსგავსმა მოსამართლემ განიხილოს “რუსთავი 2”-ის საქმე.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ე.წ კანონიერი ქურდი “გეგა ოზურგეტსკი” დააკავეს
შემდეგი სტატია“6 ადამიანს ბრალი წარედგინა, დანარჩენზე იზრუნებს და გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო”