“მოსახლეობას ვუმარტავდი, რომ ომი დაიწყო რუსეთმა, მაგრამ…” – გორის მერის განმარტება

“მოსახლეობას ამას ვუმარტავდი, რომ ომი დაიწყო რუსეთმა” – ეს განმარტება გორის მერმა, სკანდალური განცხადებების შემდეგ გააკეთა.

კონსტანტინე თავზჯარაშვილი, რომელმაც ომის დაწყებაში საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა და თქვა, რომ ცხინვალი ქართულმა მხარემ დაბომბა განმარტავს, რომ ის მოსახლეობას მხოლოდ რუსულ პროვოკაციებზე ესაუბრებოდა.

თავზარაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ის ამბობდა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო რუსული პროვოკაცია თავიდან აეცილებინა და საომარ მოქმედებებში არ ჩართულიყო.

„მე მოსახლეობას ამას ვუმარტავდი, რომ ომი დაიწყო რუსეთმა, მაგრამ იყო ისეთი პროვოკაციები რუსეთიდან გამოწვეული, რომ ჩვენს მთავრობას მაშინდელ ხელისუფლებას შეეძლო ეს პროვოკაციები აეცილებინა და ამ ომშია არ ჩაბმულიყო, ამასთან დაკავშირებით ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც გახსოვთ ალბათ კონდოლიზა რაისი, მაშინდელი ელჩი მაილსი აფრთხილებდნენ მიხეილ სააკაშვილს, რომ პროვოკაციები იქნებოდა და არ წამოგებოდნენ ამ პროვოკაციებს”- ამბობს თავზარაშვილი.

თავზარაშვილი ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნის მისამართით რასისტული კომენტარის გაკეთების გამო ბოდიშს იხდის.

„მე ნამდვილად არ მახსოვს ასეთი რაღაცა თუ მექანიკურად რაღაც წამომცდა ამაზე ბოდიშს ვუხდი“-ამბობს თავზარაშვილი.

banner
წინა სტატიაში„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” უწყებათაშორის კომისიას პროტესტის ნიშნად ტოვებს
შემდეგი სტატია“ენმ-ის ნახევარ პოლიტსაბჭოსთან ერთად მაქვს მოწეული…რამდენიმე წევრი სახლში ზრდიდა და სავარაუდოდ დღესაც ზრდის კანაფს”