“მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს”

“მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს”. ამ სათაურით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინტერვიუს გაზეთი “რეზონანსი” აქვეყნებს.

მისი შეფასებით, შეიქმნა მოლოდინი, რომ მკვეთრი გამყარება მოხდებოდა და ეს პროცესი ასევე გაგრძელდებოდა, მსგავსი რამ ეკონომიკაში არ არსებობს. ამიტომ ყველა ცდილობდა, დოლარი მოეშორებინა. “შედეგად ეროვნული ვალუტა უფრო მეტად გამყარდა, ვიდრე ამის ობიექტური საფუძველი არსებობდა. ამიტომ გახდა ეროვნული ბანკის ჩარევა საჭირო. რომ არ ჩავრეულიყავით, ლარი უფრო მეტად გამყარდებოდა, საბოლოოდ ისევ დაუბრუნდებოდა ობიექტურ ნიშნულს. ასეთ შემთხვევაში გაუფასურების ამპლიტუდა გაცილებით დიდი იქნებოდა. უნდა გავიაზროთ, რომ ეს არის ეკონომიკური კონექტურის ნაწილი და აჟიოტაჟი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით”, – აცხადებს გვენეტაძე.

banner
წინა სტატიაშიაღსრულების ეროვნულ ბიუროსთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიათბილისში მამაკაცმა მცირეწლოვანი ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა