მორიგი ძლიერი მიწისძვრა იტალიაში

იტალიის ცენტრალურ რაიონებში მორიგი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრე ამჯერად 5 მაგნიტუდას აღწევდა, ეპიცენტრი კი ქალაქ პერუჯადან აღმოსავლეთით, 55 კილომეტრის დაშორებით იყო. ბიძგები რომსა და ფლორენციაშიც იგრძნობოდა. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
აგვისტოს შემდეგ იტალიის ცენტრალურ რეგიონებში 4 ძლიერი მიწისძვრა მოხდა. დაიღუპა 300-მდე ადამიანი, ათასობით კი უსახლკაროდ დარჩა

banner
წინა სტატიაშიჯიხურებში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.46 თეთრი შეადგინა
შემდეგი სტატიაპარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ირაკლი კოვზანაძე უხელმძღვანელებს