პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ირაკლი კოვზანაძე უხელმძღვანელებს

მე-9 მოწვევის პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, არსებული ინფორმაციით, ირაკლი კოვზანაძე უხელმძღვანელებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტ შეთანხმება ამ საკითხზე უკვე მიღწეულია.

ირაკლი კოვზანაძე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო. შემდეგ საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა, თუმცა აღნიშნული საბჭოს მუშაობა არ შედგა.

ირაკლი კოვზანაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-18 ნომერია.

„ქართულ ოცნებაში“ საკადრო გადაწყვეტილებებზე კონსლუტაციები გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიმორიგი ძლიერი მიწისძვრა იტალიაში
შემდეგი სტატია“სოხუმთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შეთანხმება რუსეთის მიერ მცოცავი ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებაა”