მორიგი დახმარება მარტოხელა მოხუცებისთვის

კერძო კომპანიები გამგეობებისთვის, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების ნივთების გადაცემას განაგრძობენ. გამგეობებს მარტოხელა მოხუცებისთვის გადასაცემი საკვები პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები დღეს ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ გადასცა.

პროდუქტების გადაცემის პროცესს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მისი მოადგილე ირაკლი ზარქუა და ფრაქცია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი დაესწრნენ. საკრებულოს წევრებმა პროდუქციის დახარისხებისა და გამგეობებისთვის გადაცემის პროცესში მონაწილეობა მიიღეს.

“კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ დღეების განმავლობაში მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და იმ მოსახლეობის დასახმარებლად, რომელთაც ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად ჭირდებათ, თავისი წვლილი შეიტანა. სწორედ ასეთი აქტიური მხარდაჭერის შედეგად გრძელდება მარტოხელა ხანდაზმულების პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია”-თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: ნუ ანიჭებთ მნიშვნელობას არარაობებს, რომლებმაც თავის დროზე მედინიცაც მოკლეს ქვეყანაში
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა