საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. ამრიგად, საქართველოში კორონავირუსისგან 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს, მათი რიცხვი ბოლო რამდენიმე საათია, არ შეცვლილა და ამ დროისთვის კორონავირუსის 90 შემთხვევაა დადასტურებული. საკარანტინო რეჟიმში 4717 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268.

banner
წინა სტატიაშიმორიგი დახმარება მარტოხელა მოხუცებისთვის
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში ​კორონავირუსზე ტესტი 14 პირს ჩაუტარდა და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია