,,მორჩა-დამთავრდა თქვენი “ბაირამობა”!“ – ზვიად კვაჭანტირაძე “ნაციონალურ მოძრაობას“

news
ავტ.: news ოქტომბერი 30, 2016 23:12

,,მორჩა-დამთავრდა თქვენი “ბაირამობა”!“ – ზვიად კვაჭანტირაძე “ნაციონალურ მოძრაობას“

არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ,,ქართული ოცნების“ წევრი ზვიად კვაჭანტირაძე:
,,მარნეულის 86-ე უბანზე რომ რაღაც ვიდეოს ავრცელებთ, სადაც ვიღაც რაღაცას ბჟუტურებს, იცოდეთ – არც ეს აფიორა არ გამოგივათ. ასეთი ვიდეოს გადაღება ხომ ნებისმიერს შეუძლია სხვის საწინააღგმდეგოდ?

როგორ ამტკიცებთ ასეთ სიბრიყვეს, თითქოს, 400 ბიულეტენი ჩაყარაო “ოცნებამ”, როდესაც სულ 701 დან 380- მდე ამომრჩეველიც არ ყოფილა დაფიქსირებული მოსული ამ უბანზე. ბიულეტენების ჩაყრა და არჩევნების გაყალბება -ეს თქვენსკენ მოიკითხეთ.

გასაოცარია, ნუთუ მართლა გულწრფელად გიკვირთ რომ მარნეულშიც აგებთ არჩევნებს?

ნუთუ მართლა დაიჯერეთ, რომ მარნეულელები ვერ გაერკვეოდნენ რას ამზადებდით აქ? როგორ აღვივებდით რელიგიურ შუღლს და სიძულვილს ყველაზე ბინძური მეთოდებით!!!! ???

მორჩა-დამთავრდა თქვენი “ბაირამობა”!“ -წერს კვაჭანტირაძე.

news
ავტ.: news ოქტომბერი 30, 2016 23:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,929
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics