მოქალაქეებმა თუ რეკომენდაციები არ შეასრულეს, იძულებული ვიქნებით, გამოვიყენოთ მასობრივი კარანტინი

news
ავტ.: news მარტი 25, 2020 12:15

მოქალაქეებმა თუ რეკომენდაციები არ შეასრულეს, იძულებული ვიქნებით, გამოვიყენოთ მასობრივი კარანტინი

მასობრივი იზოლაციის ან მასობრივი კარანტინის რეჟიმის გამოყენება არ გვინდა, მაგრამ საჭიროება თუ დადგა, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციები შეასრულონ და სიმჭიდროვეს თავი აარიდონ.

„როგორც ჩანს დიდი ქალაქები დაიცალა. ეს ერთი მხრივ კარგია, მაგრამ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მიაკითხა რაიონებს, სოფლებს. შეინიშნება რაიონებში, მრავალბინიან კორპუსებში, ეზოებში და ასევე ე.წ. სოფლის ბირჟებზე მოქალაქეების სიმჭიდროვე. ამიტომ მინდა, მოქალაქეებს მოვუწოდო, რეკომენდაციების შეუსრულებლობით ცეცხლს ვეთამაშებით. დავიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა და სხვისასაც გავუფრთხილდეთ, რადგან შესაძლოა, სხვისთვის მსხვერპლის საბაბი აღმოვჩნდეთ, ან საკუთარი თავი ჩავაგდოთ ხიფათში. დავიცვათ რეკომენდაციები, სიმჭიდროვეს მოვერიდოთ, რომ არ შევუწყოთ ხელი ინფექციის გავრცელებას. ახლა მნიშვნელოვან ფაზაში შევდივართ, გვჭირდება რეკომენდაციების შესრულების უფრო მაღალი ხარისხი. თუ მოქალაქეებმა რეკომენდაციები არ შეასრულეს, შესაძლოა, მივიღოთ ის, რაც მივიღეთ ბოლნისსა და მარნეულში. ასეთ შემთხვევაში ვიქნებით იძულებული, გამოვიყენოთ მასობრივი იზოლაცია ან მასობრივი კარანტინის რეჟიმი. ეს არ გვინდა, მაგრამ ამის საჭიროება თუ დადგა, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

news
ავტ.: news მარტი 25, 2020 12:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,860
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics