“მონა”, “ქართული კანონია” – რა ხდება მსვლელობაზე, სადაც აქტივისტები რუსული კანონის მხარდამჭერ კაჭარავას შეხვდნენ

“ქართული კანონია ეს” – ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით კაჭარავამ აქციის მონაწილეებს, რომელიც საპროტესტო მსვლელობაზე ავტომობილით აღმოჩნდა.

საპროტესტო მსვლელობით ახალგაზრდები პარლამენტიდან ევროკავშირის საელჩოსკენ მიდიოდნენ, რა დროსაც მათ ავტომობილით დავით კაჭარავა შეხვდათ.

“მონა” – ეს შეძახილები ისმოდა კაჭარავას მისამართით.

„ახალგაზრდები შეიყვანეს შეცდომაში,“ – პასუხობს კაჭარავა.

კაჭარავას აქციის მონაწილეებმა ხალხთან საუბრისკენ მოუწოდეს. “ხალხის ძალის” წარმომადგენელი დავით კაჭარავა მანქანიდანაც გადმოვიდა, სიტყვით მიმართა აქტივისტებს და შემდეგ ის პოლიციამ გააცილა.

ჩამოდით, დაგველაპარაკეთ, ხომ შეიძლება რაღაც კონსტრუქციულ საერთო წინადადებაზე შევთანხმდეთ და ეს ბინძური პიარი არ ისმოდეს. ჩვენი მსახური ხართ, ეს ადამიანები გიხდიან ხელფასს. არ შეიძლება საკუთარ ახალგაზრდებს არ უსმენდეთ,” – მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის წევრის მიმართვას კაჭარავამ უპასუხა, რომ “მაშინ თქვენც უნდა გვცეთ პატივი”.

კაჭარავამ კიდევ ერთი აქტივისტის მიმართვას უპასუხა, რომელმაც დებატები შესთავაზა:

გვექნება ერთი თხოვნა, ხშირად გავრცელებულა ოცნების მხრიდან, რომ დებატებში გამოვიდნენ, გთავაზობთ, სადაც გინდათ, ნებისმიერი ტელევიზიაში ჩამოვსხდეთ და ავხსნით, რატომ არის ეს კანონი რუსული… პირველი კრუსის სტუდენტი ვარ და მეც კი მზად ვართ, რომა არგუმენტირებულად ვისაუბრო,“ – მიმართა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

არ არსებობს ბუნებაში ასეთი რაღაც, ორი სხვადასხვა კანონია თავისი შინაარსით და პუნქტებით და მუხლებით, კი ბატონო. ჩვენ მივესალმებით ამ ამბავს, იქნება მუხლობრივი განხილვა, დღემდე ვერ ვნახეთ ვერცერთი არგუმენტირებული…

ახალგაზრდები შეიყვანეს შეცდომაში, ბევრმა აქტივისტმა პირველივე დღიდან გარე აქტორებმაც გადადგეს ნაბიჯები…. – ამბობს კაჭარავა.

banner
წინა სტატიაშიგრეგოროვა: მტკივნეულია დანახვა, რომ ოკუპირებული ქვეყანა უფრო და უფრო უახლოვდება რუსეთს
შემდეგი სტატია“ქართველი ხალხის მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ევროპულია”-პროფკავშირების გაერთიანება