„მომავალი წლის ბიუჯეტის შესრულებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ბიუჯეტის შესრულებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და საქართველოს მოსახლეობა მიიღებს ყველა იმ დანაპირებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ მისცა.

როგოც ხადურმა ტელეკომპანია „GDS“-ს განუცხადა, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებულ იქნა ის რეალობა, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაშია საქართველოს ეკონომიკაშია.

„მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელმაც 10 მილიარდიან ზღურბლს გადააჭარბა უკვე, 10 მილიარ 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის 80%-მდე არის საგადასახადო შემოსავლები, ანუ ეს არის საქართველოს ეკონომიკის განვითარების ხარჯზე. ესაა დაახლოებით 8 მილიარდი ლარის გადასახადები, რომლებიც მობილიზებული იქნება მომავალ წელს, ესაა დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარით მეტი, ვიდრე მიმდინარე წელს იყო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 200 მილიონი ლარით აღემატება ეს იმ პროგნოზს, რომელიც თავდაპირველად იყო გაკეთებული სექტემბერში, როდესაც ჩვენ პარლამენტს პირველი ვარიანტი წარვუდგინეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ ვამცირებთ სესხებას შიდა ბაზარზე და მომავალ წელს 200 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებებს გამოვუშვებთ, მაშინ როცა წელს, თავდაპირველად 6 მილიონის სესხებას ვაპირებდით“, – განაცხადა ხადურმა “GDS”-ის ეთერში საუბრისას.

მისი თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანაშრომლიბით, პროგნოზები საკმაოდ კონსერვატიულია, აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად რეალისტურია ბიუჯეტი.

„როდესაც ჩვენ ვმუშაობდით 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე, ვითვალისწინებდით იმ რეალობას, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაშია საქართველოს ეკონომიკაში და ამავე დროს ვითვალისწინებდით იმ რელობას, რომელიც არის საქართველოს მთავარ ეკონომიკურ პარტნიორებში, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, პროგნოზები საკმად კონსერვატიულია. შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად რეალისტური ყოფილიყო ბიუჯეტი. მინდა გითხრათ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის შესრულებას, არანაირი საფრთხე არ ემუქრება, შესაბამისად ყველა ხარჯი, რომელიც გათვალისწინებული იქნება, მათ შორის სოციალური ხარჯი, ჯანდაცვა, საპენსიო უზრუნველყოფა, მასწავლებლების ხელფასები, იქნება შესრულებული. საქართველოს მოსახლეობა მიიღებას ყველა იმ დანაპირებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ მათ მისცა“, – განაცხადა ხადურმა “GDS”-ის ეთერში საუბრისას.

ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, პენსიები 1 ივლისიდან გაიზრდება და გახდება 180 ლარი, რაც მისი თქმით, პენსიის 70 ლარით გაზრდაა უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში. ამავე დროს, მასწავლებლის ხელფასი გაიზრდება და 600-700 ლარს მიაღწევს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
შემდეგი სტატიარიმა ბერაძე საკუთარ სკანდალურ განცხადებას განმარტავს