მოლაპარაკებები „კიევსა და მოსკოვს შორის რაღაც ეტაპზე სავარაუდოდ აღდგება

თურქეთის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სურს, დასავლეთსა და რუსეთს შორის ახალი „დიდი გარიგება“ გაფორმდეს. ამის შესახებ განცხადება იბრაჰიმ კალინმა ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში გააკეთა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები „კიევსა და მოსკოვს შორის რაღაც ეტაპზე სავარაუდოდ აღდგება“.

„ჩვენი გაგებით, ბატონ პუტინს სურს ახალი დიდი გარიგება, ახალი შეთანხმება დასავლეთთან. ნაწილობრივ, ეს ეხება უკრაინას, ეს ეჭვგარეშეა, თუმცა უფრო ფართო საკითხი არის რეალურად ახალი შეთანხმება რუსეთსა და დასავლურ სამყაროს შორის“, – განაცხადა ერდოღანის მრჩეველმა.

მისივე თქმით, რუსეთში მიაჩნიათ, რომ შეთანხმებები, რომლებიც ცივი ომის დასრულების შემდეგ გაფორმდა, არ გამოხატავს დღევანდელი რუსეთის პოზიციას.

„არსებობს ახალი რუსეთი, ახალი სამყარო, ახალი რეალობა და მათ სურთ, ჰქონდეთ ახალი გარიგება“, – განაცხადა იბრაჰიმ კალინმა „სიენენთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, შედეგად მთელი გლობალური ლიბერალური წესრიგი ახალ გამოცდას გადის.

banner
წინა სტატიაშიბურჯანაძე – თეა წულუკიანის დანერგილია, როცა სახელმწიფოს წარმომადგენელს პასუხი არ აქვს კონკრეტულ პრობლემაზე, თავდასხამაზე გადმოდის
შემდეგი სტატიანათელაშვილი: „ოცნებამ“ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც პუტინის რეჟიმთან ღრმა კავშირების მქონე პარტიებს ქვეყანაში საქმიანობას აუკრძალავს