„მოგვხედეთ“ – გამრჯვების თემის მოსახლეობა სოფელში გახშირებულ ქურდობას აპროტესტებს

დღეს, 23 იანვარს, გარდაბნის გამგეობის წინ, გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობამ საპროტესტი აქცია გამართა. ადგილობრივები იმ ვითარებას აპროტესტებენ, რაც ადმინისტრაციულ ერთეულშია შექმნილი. კერძოდ, აზერბაიჯანული მოსახლეობის თქმით, საქონელს პარავენ, თუმცა პოლიცია მათ ყურადღებას არ აქცევს.
„პოლიციას დასახმარებლად არაერთხელ მივმართეთ. ჩვენება კი დაგვაწერინეს და დაგვპირდნენ, რომ დამნაშავეს იპოვიდნენ, მაგრამ ქურდობა ისევ გრძელდება. ამიტომ, სხვა გზა აღარ დაგვრჩა – ქუჩაში გამოვედი და იქნებ, ასე მაინც მოგვაქციოს ყურადღება ხელისუფლებამ,“ – ამბობენ აქციის მონაწილეები.

ამასთან, მოსახლეობის განცხადებითვე, ძალოვანები დასცინიან და „თათრებს“ ეძახიან.
„პოლიციაში რომ მივდივართ და დახმარებას ვითხოვთ, იქ დაგვცინიან, თქვე „თათრები“, საქონლის მეტი რა გყავთ, თუ ერთი მოგპარეს, არა უშავს, სხვა ხომ დაგრჩათო,“ – ამბობენ აქციის მონაწილეები.

როგორც მოსახლეობა ამბობს, მათ დასახმარებლად ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა მუნიციპალიტეტის პირველი პირები მოსახლეობას ეუბნება, თქვენი ქართული საერთოდ არ გვესმისო.
„გამგებელსა და მის მოადგილეებთანაც ვიყავით, ჩვენი გასაჭირის შესხებ ყველაფერი ვუთხარით, მაგრამ გვიპასუხეს, არ ვიცით, რას ითხოვთ, რადგან თქვენი ქართული არ გვესმისო,“ – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მოანწილე.
მოსახლეობა საპროტსტო აქციაზე გამგებლისა და რაიონის დეპუატატის მოსვლას ითხოვდნენ, რადგან მათ პასუხი გაეცათ, თუმცა ხალხს არც გამგებელი შეხვდა და არც – დეპუტატი.

აქციის ორგანიზატორი, ადგილობრვი პოლიტიკური ლიდერი ზურაბ გვირჯიშვილი ამბობს, რომ ამ ხალხის საცოდაობის ყურება აღარ შეიძლება.
„ჩემი თემის ასეთ მდგომარეობაზე გული მტკივა. ამიტომაც, ხალხს დავპირდი, რომ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, დავემხარები. ეს გამაფრთხილებელი აქციაა,“ – ამბობს გვირჯიშვილი და არ გამორიცხავს, რომ თუ ადგილობრივი ხელისუფლება და სამართალდამცავები პრობლემას არ მოაგვარებენ, აქციებმა პერმანენტული სახე მიიღოს.
ზურაბ გურჯიშვილის ორგანზიებით გამართულ აქციაში გამარჯვების ადმინისტრაციული თემის 100-მდე მკვიდრი იღებდა მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ აქციას მხოლოდ ორი მედიასაშუალება აშუქებდა – „თაიმერი“ და „რუსთავი 2“, თუმცა პოლიციამ „თაიმერის“ ფოტოკორესპონდენტს ფოტოების გადაღების საშუალება არ მისცა.

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშისოფელ მუჟავაში გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის წევრები ალექსანდრე კვიჟინაძის დაკავებას ითხოვენ
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: არის მოსაზრება, რომ კადიროვის მომხრეების საშუალებით მოხდება სიტუაციის გამწვავება პანკისის ხეობაში