მოგერინი ტრამპის წინააღმდეგ გამოვიდა

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ინტერვიუ მისცა ამერიკულ ტელეარხ PBS-ის, სადაც შეეხო 2015 წელს ირან-დასავლეთს შორის ხელმოწერილ ბირთვულ შეთანხმებას.
მოგერინიმ განაცხადა, რომ თუ ამერიკა ხსენებულ შეთანხმებას გააუქმებს, როგორც ეს სურს ტრამპს, მაშინ მთელი მსოფლიოს თვალში ამერიკა არა სანდო ქვეყნის იმიჯს მიიღებს, დაკარგავს რეპუტაციას და სხვა ქვეყნებიც აარიდებენ თავს მასთან გარიგებების დადებას.
“ამერიკამ 2 წლის წინ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელსაც რატიფიცირება გაუკეთა თვით გაეროს უშიშროების საბჭომაც და იგივე ქვეყანა ახლა, 2 წლის გასვლის შემდეგ, ამ შეთანხმების გაუქმებას აპირებს, რითაც ჯერ ერთი არა სანდო ქვეყნის იმიჯს მოირგებს და მეორეც, იგი ამერიკის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებზეც უარყოფით ზეგავლენას მოახდენს“, განაცხადა მოგერინიმ.
აშშ-ს ადმინისტრაციამ ამ კვირის ბოლომდის პასუხი უნდა გასცეს კითხვას, შეასრულებს თუ არ შეასრულებს იგი ირანის ბირთვულ გარიგებასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.

banner
წინა სტატიაშირატომ ისჯებიან პატარა ადამიები?
შემდეგი სტატიაჩხოროწყუში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა