დიღმელაშვილი: აქციები და პიკეტირება გაგრძელდება, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება

მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთი აქტივისტის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, აქციები და პიკეტირება გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეასრულებს მათ მოთხოვნას, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით.

“თავიანთი თვალის ჩინით გადაიხადეს ვიღაცებმა პროპორციული არჩევნებისთვის და ხელისუფლებამ უკან წაიღო დაპირება, რადგან მიდის სრული პუტინიზაცია. ჩვენ გერმანული მოდელიც შევთავაზეთ, მაგრამ ამის ნაცვლას, ბერლინის კედელი აგვიგეს აქ. არ ვითხოვთ რაიმე შეუძლებელს, ვითხოვთ, რომ ტოტალური ძალაუფლება არ ჰქონდეს არცერთ ხელისუფალს არც ამჟამინდელს, არც ყოფილს, არც მომავალს” – აღნიშნა დიღმელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია ვაჟა სირაძეს: გვარს ასე ამართლებდე არ წარმომიდგენია
შემდეგი სტატიაპარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა