მოდით, დავაფასოთ ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ – კელი დეგნანის საახალწლო მიმართვა

ჩვენ ერთად მუშაობა გვჭირდება იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე – აცხადებს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი თავის საახალწლო მიმართვაში, სადაც აჯამებს 2021-ს და საუბრობს მომავალ 2022-ზე:

„მოგესალმებით მეგობრებო! გამოწვევებმა, რომელიც ჩვენ 2020 წელს, როგორც მსოფლიო საზოგადოებამ გავიარეთ, ჩვენი შესაძლებლობები გამოსცადა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია მისი მარტოს გავლა. ჩვენ ერთად მუშაობა გვჭირდება იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე. 2021 წელს იმედის ნაპერწკალი გაჩნდა – სიცოცხლის გადამრჩენელი ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდა, დაიწყო ეკონომიკის აღდგენა, ავადმყოფების განკურნება და დიდი ხნის განშორების შემდეგ, საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან დაბრუნება.

წლევანდელმა წელმა მოგვცა შესაძლებლობა, გამოვიგლოვოთ ჩვენი დანაკარგი და იმედით დაველოდოთ უკეთეს დღეებს. აშშ-ს საელჩოში საქართველოსთან პარტნიორობის გასაღრმავებლად ძალისხმევა გავაორმაგეთ, ვიმუშავეთ საქართველოს დასავლეთთან კავშირების განმტკიცების ხელშესაწყობად, საქართველოს ეკონომიკის აღდგენა – დივერსიფიკაციისთვის და ჩვენი ორმხრივი თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის ახალ სიმაღლეებზე ასაყვანად.

2022 წლის მოლოდინში, მოდით, დავაფასოთ ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ.

ჩვენი გულითადი მადლობა ყველა ამერიკელსა და ქართველს, ვინც ასე ბევრს შრომობს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს სტაბილური, აყვავებული დემოკრატია,“- განაცხადა დეგნანმა.

წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: სააკაშვილის დეპრესიის მთავარი მიზეზი ფატალური შეცდომის გაცნობიერებაა
შემდეგი სტატიასუსი: გრემისხევიდან გატაცებული 2 მოქალაქე თავისუფალია