,,მოდი, წინ ვიაროთ და ვინც პირველი მივა მიზნამდე, ის იქნება გამარჯვებული”-სააკაშვილი

მესმის დავები და კრიტიკები, აი, სააკაშვილი არ გვითანხმებს განცხადებებს, თქვენ თუ მითანხმებთ, ჩემო მეგობრებო, განცხადებებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა თვითმფრინავში ჩაწერილ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„მოდი, წინ ვიაროთ და ვინც პირველი მივა მიზნამდე, ის იქნება გამარჯვებული. თქვენ თუ მიხვალთ, მხოლოდ გამიხარდება, მაგრამ ადგილზე დგომა, ხელების ჩამოშვება და ჯიჯგვნა საერთოდ არ არის ვარიანტი. უნდა წავიდეთ მხოლოდ წინ და გავიდეთ წინ. დააკვირდით, როგორი პროპაგანდა მიდის ჩემს წინააღმდეგ. გამოხტა ეს უდღეური ღარიბაშვილი და ლაპარაკობს ჩემ გადამალულ მილიონებზე. უკაცრავად, გადამალული რომ მქონდეს მილიონები, მუდმივად ეკონომკლასში კიარ ვიჯდებოდი და 60-დოლარიან სასტუმროებში ხომ არ ვიცხოვრებდი? მაზოხისტი კი არ ვარ. ხალხი ხვდება, რაზეც ვლაპარაკობ. ეს მართლა ქურდებისა და მძარცველების კორპორაცია, რომელმაც დედა უტირა და კიდე რა დღეში არიან. დასრულდება მაგათი მმართველობა ძალიან მალე. ხალხი არის ძალიან გაბრაზებული. გუშინაც შევხვდი აქ, ვარშავაში ჯგუფს ქუთაისიდან და ძალიან სერიოზულ ხალხს. თქვეს, ერთი დაგვიძახეთ და ყველანი გამომსვლელები ვართო. ეს დაძახებაც მოხდება მალე. ზაფხულში სანდრას სიარულის პარალელურად ვაკეთებთ ამ სკოლას. თბილისში ლევან ხაბეიშვილს აქვს ძალიან მაგარი ინიციატივები. რეგიონებში არის საინტერესო ინიციატივები. ბევრი საინტერესო ახალგაზრდა გამოჩნდა. ახლა საჭიროა მობილიზაციისა და მოქმედების დრო და ასეც იქნება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ იმის ნაცლად, რომ არჩევნების შედეგები აღიაროს ყველაფერს აკეთებს, რომ დამარცხება გადაფაროს
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე – პარტიის შექმნის დეტალებზე საუბარი ნაადრევია