მობილური აპლიკაციის „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა“ პრეზენტაცია გაიმართა

დღეს საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილი მობილური აპლიკაციის აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა/Abkhazia Heritage პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ საზოგადოებას ახალი აპლიკაცია წარუდგინეს და მისი შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მობილურ აპლიკაციაში ქართულ, აფხაზურ და ინგლისურ ენებზე თავმოყრილია ინფორმაცია აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, წარმოჩენილია მისი კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა და ამჟამინდელი მძიმე მდგომარეობა.

აპლიკაციის ლოგოში გამოყენებულია ბედიის ოქროს ბარძიმის – ქართული ოქრომჭედლობის ძეგლის (X-XI სს.) გრაფიკული გამოსახულება.

აპლიკაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის იდეის საფუძველზე შეიქმნა და მისი მიზანია აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, შენახვა და პოპულარიზაცია.

მობილური აპლიკაცია აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა/Abkhazia Heritage ხელმისაწვდომია Android და iOS პლატფორმებისთვის და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ Play Store-დან და App Store-დან.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი შეზღუდვაზე: ადვოკატს აქვს უფლება, ნებისმიერ დროს მოინახულოს დაცვის ქვეშ მყოფი
შემდეგი სტატიაუკრაინის სახალხო დამცველი – უკრაინამ უნდა მოახდინოს ექიმების და ექსპერტების დელეგირება