უკრაინის სახალხო დამცველი – უკრაინამ უნდა მოახდინოს ექიმების და ექსპერტების დელეგირება

“ვგმობ საქართველოს პენიტენციური სამსახურის განზრახვას უკრაინის მოქალაქე, ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო საავადმყოფოდან უკან, რუსთავის ციხეში გადაყვანაზე – ნათქვამია უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას სპეციალურ განცხადებაში, რომელსაც ის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ავრცელებს.

დენისოვა წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძმესია, ის გუშინ ამ დაპირისპირების დროს ცუდად გახდა. ის ასევე საგანგაშოდ აფასებს ცნობას იმის შესახებ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა შესაძლოა ისევ შიმშილობა დაიწყოს. ლუდმილა დენისოვა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს სჭირდება მულტიფუნქციურ კლინიკაში საქართველოში, ან საზღვარგარეთ

“დარწმუნებული ვარ, უკრაინამ უნდა მოახდინოს ექიმების და ექსპერტების დელეგირება, რათა განსაზღვროს ჩვენი მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ზიანის ხარისხი და მიიღოს გადაწყვეტილება შემდგომი მკურნალობის პირობების შესახებ.” ნათქვამია დენისოვას განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმობილური აპლიკაციის „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა“ პრეზენტაცია გაიმართა
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევას ბაღდადთში ორი ადამიანი ემსხვერპლა