ადვოკატი შეზღუდვაზე: ადვოკატს აქვს უფლება, ნებისმიერ დროს მოინახულოს დაცვის ქვეშ მყოფი

კონსტიტუცია ადგენს დაცვის უფლებას და ეს უფლება არ შეიძლება შეზღუდული იქნეს, რაც ახლა მოვისმინეთ და არ მინდა, მჯეროდეს, რომ საქართველოში ეს შეიძლება დაშვებულ იქნეს – ამ განცხადებით მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, დიმიტრი საძაგლიშვილი მიხელ სააკაშვილთან ვიზიტების შეზღუდვას გამოეხმაურა.

საძაგლიშვილის თქმით, არადემოკრატიულ ქვეყნებშიც კი, ადვოკატებს დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან კომუნიკაციის უფლება აქვთ.

“საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის თანახმად, ადვოკატს აქვს უფლება, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ხანგრძლივობით მოინახულოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი. შესაბამისად, არანაირი უფლებამოსილება არც მთავარ ექიმს და არც სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორს ლიმიტების დაწესებაზე უფლებამოსილება არ გააჩნია. ამასთან არ მოგვისმენია სათანადო დასაბუთებაც კი, სინამდვილეში ეს არის მესამე პრეზიდენტის დასჯა”,- ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.

banner
წინა სტატიაშიგორის სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელობის განცხადებას გვარამია პასუხობს
შემდეგი სტატიამობილური აპლიკაციის „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა“ პრეზენტაცია გაიმართა