მობილურების მაღაზია: მზად ვართ, მეუფე ნიკოლოზს ვაჩუქოთ ბოლო მოდელი iPhone 12 Pro

მობილურების მაღაზია (iSTYLE) მზადაა კუმურდოს, ახალქალაქისა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს ბოლო მოდელი iPhone 12 Pro აჩუქოს.

“ვითვალისწინებთ მომხმარებლების, ანუ ეფლის ფანების ინიციატივას. ჩვენი კომპანიის გადაწყვეტილებით, მზად ვართ, მეუფე ნიკოლოზს ვაჩუქოთ ბოლო მოდელი iPhone 12 Pro. თუ, რა თქმა უნდა, სურვილი ექნება მეუფეს. ჩვენი კომპანია აფასებს მეუფის მხრიდან ბრენდის პოპულარიზაციასა და მოწონებას. შესაბამისად, ვთვლით რომ უკეთესი ბოლო მოდელი აუცილებლად მოეწონება მეუფე ნიკოლოზს”. – ნათქვამია ტექნიკის მაღაზიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა 11 ოქტომბერს TV პირველის ეთერში თქვა, რომ მას iPhone 11 Pro აქვს და არა ბოლო მოდელი iPhone 12, რომლის პრეზენტაციაც გუშინ შედგა და საქართველოში გაყიდვაში ჩაშვებული ჯერჯერობით არაა. შესაბამისად, შესაძლოა, საქართველოში iPhone 12 Pro-ს ერთერთი პირველი მფლობელი მიტროპოლიტი ნიკოლოზი გახდეს.

“კამერა ესაა იარაღი ადამიანის ხელში, მეც მაქვს ეს კამერა. ბრალი დამდეს, ბოლო მოდელის ტელეფონი მაქვს. იმიტომ მაქვს ზუსტად ეს ტელეფონი, რომ ამას გადიდების ფუნქცია აქვს და ლინზა არ სჭირდება. ადრე ლინზით ვიღებდი. ბოლო მოდელი არ არის, ბოლო მოდელი გამოვიდა iPhone 12, ეს არის iPhone 11 Pro”. – თქვა მიტროპოლიტმა.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად ხორციელდება
შემდეგი სტატიალაშა დარსალია: არ ვფიქრობ, რომ საზღვრის დელიმიტაციის პროცესი ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს დაძაბავს