მარტვილში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად ხორციელდება

მარტვილის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება.
აქტიურად მიმდინარეობს აბაშა-მარტვილის 15-კმ-იანი და მარტვილი-ხონის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 6-კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები.
აღნიშნული გზა მარტვილს ორ მუნიციპალიტეტთან აკავშირებს.

პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი და მოეწყობა საგზაო ნიშნები.

მიმდინარე სამუშაოებს მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერები: ალექსანდრე გრიგალავა და ლევან მაკალათია გაეცნენ.

„ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ამ გზის მოწესრიგება ორმაგად მნიშვნელოვანია, – დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, საგრძნობლად გაიზრდება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ეკონომიკური აქტივობა და მეორე, – შევძლებთ მივიღოთ კიდევ მეტი სტუმარი, რაც გააჩენს დამატებით სამუშაო ადგილებს და სტიმულს უფრო სწრაფი განვითარებისათვის. ამისთვის ჩვენ სხვა მიმართულებებითაც ვმუშაობთ, თუმცა გამართული ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო და მოწესრიგებული გზები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია“ – განაცხადა ალექსანდრე გრიგალავამ.

„მიუხედავად პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა, არ გავაჩერეთ სხვადასხვა მიმართულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მიმდინარეობს ბევრი ობიექტის რეაბილიტაცია, მოვაწესრიგეთ შიდა გზები და, ხედავთ, დღესაც როგორ აქტიურად გრძელდება სამუშაოები. აბაშა-მარტვილის კეთილმოწყობილი გზა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რამდენადაც მოქალაქეებს გაუმარტივებს გადაადგილებას და რაც მთავარია, გამართული ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს წარმატებულ და განვითარებულ სოფელს, ოჯახების ეკონომიკურად გაძლიერებას და უკეთეს ხვალინდელ დღეს“ _ განაცხადა ლევან მაკალათიამ.

პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორცილებს.

banner
წინა სტატიაში2019 წელს დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიაში ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა აღარ მოხვდნენ, რადგან მათ მიმართ კითხვები არსებობდა
შემდეგი სტატიამობილურების მაღაზია: მზად ვართ, მეუფე ნიკოლოზს ვაჩუქოთ ბოლო მოდელი iPhone 12 Pro