ლაშა დარსალია: არ ვფიქრობ, რომ საზღვრის დელიმიტაციის პროცესი ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს დაძაბავს

მოლაპარაკებთა ნებისმიერ პროცესზე ნებისმიერ მხარეს არავინ ზღუდავს, წარმოადგინოს ის დოკუმენტი, რომელიც მისთვის ხელსაყრელია, აზერბაიჯანული, ისევე როგორც ქართული მხარე მოლაპარაკებათა მთელ პროცესზე სხვადასხვა დროს ყოველთვის აყენებდა, თუ რამე დამატებითი მასალები გამოჩდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით მან უპასუხა ურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც: „1:200 000-იანი რუკის შეტანა მოლაპარაკებებში, როგორც ახალი დოკუმენტის, მისცემს თუ არა აზერბაიჯანის მხარესაც საშუალებას, მოითხოვოს მისთვის უფრო ხელსაყრელი დოკუმენტების შემოტანა საზღვრის დადგენის პროცესში, იქნება თუ არა ეს ამ პროცესის კიდევ უფრო გამართულებელი ფაქტორი“.

მისივე განმარტებით, თუ აზერბაიჯანული მხარე ჩათვლის, რომ მას აქვს დამატებითი მასალები და ექნება სურვილი, განხილული იყოს ქართული მხარის მიერ, ქართული მხარე კომისიის ფარგლებში ნებისმიერ მასალას განიხილავს.

„მოლაპარაკებთა ნებისმიერ პროცესზე ნებისმიერ მხარეს არავინ ზღუდავს, წარმოადგინოს ის დოკუმენტი, რომელიც მისთვის ხელსაყრელია, აზერბაიჯანული, ისევე როგორც ქართული მხარე მოლაპარაკებათა მთელ პროცესზე სხვადასხვა დროს ყოველთვის აყენებდა, თუ რამე დამატებითი მასალები იქნებოდა გამოჩენილი. დამატებითი მასალების არგამოჩენა უფრო ბადებს კითხვებს, თუ რატომ არ უნდა გამოაჩინო, თუ ის არის ხელსაყრელი, ვიდრე – გამოჩენა. შესაბამისად, თუ აზერბაიჯანულ მხარეს თვითონაც ექნება რამე დამატებითი მასალები, ალბათ მოხდება ქართული მხარისთვის გადმოცემა და მისი შესწავალა. თუმცა, კითხვის კონტექსტს ვერ ვხვდები, რატომ უნდა იყოს შეზღუდული რომელიმე მხარე, თუ არსებობს რამე მასალები, რომელიც მისთვის ხელსაყრლია. თუ აზერბაიჯანული მხარე ჩათვლის, რომ მას აქვს რამე დამატებითი მასალები, რომელიც სურს, რომ განხილული იყოს ქართული მხარის მიერ, ქართული მხარე კომისიის ფარგლებში სიამოვნებით დაჯდება და ნებისმიერ მასალას განიხილავს“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

კითხვაზე, იგივე რუკა თუ დაამუშავეთ სომხეთთან მიმართებაში, დარსალია პასუხობს, რომ სომხეთთან უშუალო მოლაპარაკებების პროცესი გარკვეული პერიოდია, არ განახლებულა.

„სომხეთთან უშუალოდ მოლაპარაკებთა პროცესი გარკვეული პერიოდია, არ არის განახლებული, მოთხოვნილია კომისიების შეხვედრა“, – განაცხადა დარსალიამ.

რაც შეეხება კითხვას, „სომხეთთან მიმართებაში სასარგებლოა ეს რუკა საქართველოს საზღვრისთვის? რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ რუკის გამოყენების შემთხვევაში, საქართველო 700 ჰექტარს კარგავს“.

ლაშა დარსალიას განცხადებით, საქართველო არაფერს კარგავს და დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს.

banner
წინა სტატიაშიმობილურების მაღაზია: მზად ვართ, მეუფე ნიკოლოზს ვაჩუქოთ ბოლო მოდელი iPhone 12 Pro
შემდეგი სტატიაოპტიმისტურ პროგნოზშიც კი 5%-იანი ეკონომიკური ვარდნა უბრალოდ კატასტროფაა – სერგი კაპანაძე