მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეს განცდა მის მიმართ პოლიტიკური დევნის – ომბუსმენი ოქრუაშვილზე

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები სახალხო დამცველს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიება და დაკავებები იყო. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო.

„ვთხოვე მას, რომ განსაკუთრებით ყურადღება მიაქციოს იმ 11 მოქალაქის ბედს, რომლებიც ახლა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ადამიანი რომ არ უნდა იყოს დაკავებული, ფაქტია. იმიტომ, რომ ის რასაც მას სახელმწიფო ედავება, არის კლინიკური იდიოტიზმი. არავითარი ძალადობრივი ჯგუფი არავის არ შეუქმნია,“ – განაცხადა ვაშაძემ.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დაკავებულების მიმართ გამოძიება იყოს გამჭვირვალე და მყარი მტკიცებულებებით არგუმენტირებული. მან ასევე ყურადსაღებად მიიჩნია ის ფაქტიც, რომ საზოგადოებას პოლიტიკოსის მიმართ პოლიტიკური დევნის განცდა არ უნდა დარჩეს.

“მოვინახულეთ ყველა დაკავებული, მათ შორის როგორც მოქალაქეები, ასევე, პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი. გვაინტერესებდა, ხომ არ ჰქონდათ რაიმე პრეტენზია მოპყრობასთან დაკავშირებით ან ბრალთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მაღალი სტანდარტით და მყარი მტკიცებულებებით იყოს გარანტირებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, განსაკუთრებით თუ პატიმრობა იქნება მოთხოვილი, ვინაიდან საქმეში ფიგურირებს ვთქვათ, პოლიტიკოსი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეს განცდა მის მიმართ პოლიტიკური დევნის,“- განაცხადა ლომჯარიამ

banner
წინა სტატიაშიარ ვეთანხმებით ამ გირაოს, რომელიც მოითხოვა პროკურატურამ – ბადრი ჯაფარიძე
შემდეგი სტატიახაზარაძე-ჯაფარიძის საქმე – ანა დოლიძის თქმით, მოსამართლე ე.წ. კლანის გავლენის ქვეშაა