არ ვეთანხმებით ამ გირაოს, რომელიც მოითხოვა პროკურატურამ – ბადრი ჯაფარიძე

„ჩვენ არ ვეთანხმებით ამ გირაოს, რომელიც მოითხოვა პროკურატურამ“, – ეს განცხადება ბადრი ჯაფარიძემ სასამართლოში შესვლამდე გააკეთა.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით, ჯამში, ორი მილიონი ლარის გადახდას ითხოვს. ამ წუთებში მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან, სადაც მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.

„ჩვენ არ ვეთანხმებით ამ გირაოს, რომელიც მოითხოვა პროკურატურამ იმიტომ, რომ მიგვაჩნია, სრულიად შეუსაბამოდ და არაადეკვატურად იმიტომ, რომ საუბარია 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს ფულის გათეთრებასთან იმიტომ, რომ თეთრი ფულის სესხება არ შეიძლება ჩაითვალოს ფულის გათეთრებად. ჩვენ ყველაზე ძლიერი იარაღი რაც გვაქვს, ეს არის სრული სიმართლე და სრული გამჭვირვალეობა,“ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაში“ვისაც დანაშაული ჩადენილი აქვს, პასუხისგებაში იქნება მიცემული – “ოცნება” 20 ივნისის საქმეზე ოპონენტებს პასუხობს
შემდეგი სტატიამნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეს განცდა მის მიმართ პოლიტიკური დევნის – ომბუსმენი ოქრუაშვილზე