ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე – ანა დოლიძის თქმით, მოსამართლე ე.წ. კლანის გავლენის ქვეშაა

ანა დოლიძე ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ ბრალის წაყენებას ეხმაურება. ანა დოლიძის თქმით, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი, რომელმაც “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების საქმე უნდა განიხილოს, სასამართლოში არსებული ე.წ. კლანის გავლენის ქვეშა არის.

დოლიძე განმარტავს, რომ ჩახნაშვილი 9 ივლისს კონკურსის გარეშე თელავიდან თბილისში გადმოიყვანეს. დოლიძის შეფასებით, იუსტიციის საბჭო მოსამართლეთა გადალაგებას კლანის ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებს, რადგან მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს მათთვის სასურველი კოლეგების შემოკრება სურს.

banner
წინა სტატიაშიმნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეს განცდა მის მიმართ პოლიტიკური დევნის – ომბუსმენი ოქრუაშვილზე
შემდეგი სტატიალარი კიდევ გაუფასურდა-ერთი დოლარის ოფიციალური კურსი 2.9321 ლარი გახდა