მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ უვიზო მიმოსვლას პრობლემები არ შეექმნება

თვითონაც იციან სად არის პარლამენტი და დავიბაროთ თბილისში–ლევან ბერძენიშვილი

ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, შეხვდა, სადაც კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ის კმაყოფილია საქართველოს ხელისუფლების რეფორმებითა და ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებით.

მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო მიმოსვლას პრობლემები არ შეექმნება.

„ამ შეხვედრიდან ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ საქმე მიდის სწორად და კარგად. ვადები იქნება დაცული. მიუხედავად იმისა, რომ არის განსხვავებული მოსაზრებები, ეს კაცი ამბობს, რომ საქმე არის კომიტეტში, კომიტეტისგან მოსალოდნელი არის მისი მიღება, პარლამენტისგანაც არის მოსალოდნელი მისი მიღება. რაც შეეხება ევროკომისიას და ევროსაბჭოს კომისიას, იქ არანაირი საფრთხე მას არ ემუქრება,“ – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუვიზო მიმოსვლის დროული ამოქმედება მთავრობის ნაბიჯებზეა დამოკიდებული
შემდეგი სტატიააქცია ხულოში – ჰესისა და გვირაბის მშენებლობამ სოფელს პრობლემები შეუქმნა