მხოლოდ თურქული ბაზრის გახსნა მედიკამენტების გაიაფებისა და ხარისხის შენარჩუნებისთვის საკმარისი არაა – სერგეენკო

„ქართული ოცნების“ წევრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მხოლოდ თურქული ბაზრის გახსნა მედიკამენტების გაიაფებისა და ხარისხის შენარჩუნებისთვის საკმარისი არაა და ეს საკითხი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, საჭიროა მედიკემენტების ხარისხის კონტროლის სისტემის გაძლიერება და სხვა ღონისძიებების გატარება.

„მედიკამენტების გაიაფება ხარისხის შენარჩუნებით რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. თურქული ბაზრის გახსნა ერთ-ერთი და არა ერთადერთი საკითხია. ბაზრის გახსნა გამოიხატა იმაში, რომ თურქული მედიკამენტების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა და გაუტოლდა რამდენიმე სხვა ქვეყნისას. მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. საჭიროა პოლიტიკური შეთანხმებები. რამდენადაც ვიცი, ამაზე მუშაობა დაწყებულია და საჭირო იქნება ხარისხის კონტროლის სისტემის გაძლიერება, ისევე როგორც სხვა კომპლექსური ღონისძიებები. რამდენიმე დღეში მრჩეველთა საბჭოს ფორმატში გვექნება შეხვედრა და უფრო მეტი ინფორმაცია მექნება”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიაზარაშვილი – ვაპირებთ სარეკლამო კამპანია დავიწყოთ თუ როგორ უნდა იმკურნალონ „ომიკრონის“ დროს სახლში
შემდეგი სტატიაკალაძე – ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი მოხდა მეტრო „ისანში“, დაველოდოთ გამოძიებას